10 сент. 2013 г.

„ქომაგთა კლუბის“ შეხვედრა

10 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის“ წარმომადგენელთა ინიციატივით შეხვედრა გაიმართა რომელსაც საკრებულოს ბიუროსა და გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ერთობლივ შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სპორტის განვითარების კონცეფციის შემუშავების აუცილებლობის შესახებ და დაისვა საკითხები: საბავშვო ფეხბურთის განვითარებისა და მისი აღორძინების ხელშეწყობის აუცილებლობის შესახებ, ასევე საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ბალანსზე არსებული სტადიონისა და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობის თაობაზე, საცურაო კომპლექსის აღდგენა-რეაბილიტაციაზე, ევროპული სტანდარტების დონესთან მიახლოებაზე, საჩოგბურთო მოედნების კეთილმოწყობაზე, მის განვითარებასა და ზრუნვაზე. განიხილეს ის პრობლემური თემები რაც მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არსებობს, ისაუბრეს მათი მოგვარების გზებზე.
დისკუსიის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მსაზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისთვის კონცეფციის შემუშავებისა და მისი რეალიზების მიზნით მუშა ჯგუფის შექმნის თაობაზე.












7 нояб. 2012 г.

კლუბში გაწევრიანების მსურველთა საყურადღებოდ


განცხადება
      
      საფეხბურთო კლუბ ``კოლხეთი``-ს გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბი - კლუბში გაწევრიანების მიზნით აცხადებს წევრთა მიღებას. მსურველებმა   მოგვმართეთ წერილობით   შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kolkheti.khobi1@gmail.com 
წევრთა ასაკი შეზღუდული არ არის.

შენიშვნა: იხილეთ განცხადების ფორმის ნიმუში და წესდების გასაცნობად გადადით შემდეგ ლინკზე: http://kolkheti1.blogspot.com/p/blog-page_1302.html
------------------------------------------------------------------------------------------------------



                                                          საფეხბურთო კლუბ კოლხეთის

                                                                      გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის

თავმჯდომარეს ბატოტონ დ.ჩხარტიშვილს

                                                                         სახელი, გვარი--------------------------------

                                                                        მისამართი------------------------------------


განცხადება

         გავეცანი ა(ა) ი.პ. საფეხბურთო კლუბ კოლხეთის გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის’’  წესდებას და მიზნებს, გამაჩნია სურვული გავხდე ამ კლუბის წევრი.



განმცხადებელი:
                                                   თარიღი:












ხობის „კოლხეთი“ 4:2 ბათუმი ,,ადელი’’



7 ნოემბერს ქ.  ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა  საფეხბურთო მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და ბათუმისადელი“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 4:2 დასრულდა, რითაც ხობის „კოლხეთი“ 25 ქულით ეროვნულ ჩემპიონატში კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს.
 თამაშზე დაწესებული იყო ფეხბურთის ოსტატის, ვეტერანი ფეხბურთელის, აწ გარდაცვლილი ენუქი თევზაძის სახელობის თასი, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ლაშა მეფიშვილს გადაეცა.