კლუბის მიზნები


წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის)


მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1.  ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბი  წარმოადგენს საქართველოს
                                (სუბიექტის სახელწოდება)
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ
                                                                                                                (თუ წევრობაზეა დაფუძნებული)
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
         
1.2.      სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3.       საზოგადოების სახელწოდება: ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბი
1.4.   სამართლებრივი ფორმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
1.5.  იურიდიული მისამართი საქართველო, ქ. ხობი სტალინის ქუჩა #17 malkhazi.iosava@mail.ru, malkhazi.iosava@boom.ge
1.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

1.7.    საზოგადოების საქმიანობის მიზნები:
            1. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ეფექტურად ფუნქციონირებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა
            2.      არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის ზრუნვა.

            3.   საფეხბურო კლუბ „კოლხეთის“ მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის  ქომაგებისა და გულშემატკივართა მოთხოვნების შესაბამისად ფინანსებისა და სხვა აქტივების მოზიდვა.

1.8.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.9.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 


 მუხლი 2
საზოგადოების დამფუძნებლები

2.1.   საზოგადოების დამფუძნებლები არიან:

1.     დავით  ჩხარტიშვილი (რუსეთის მოქალაქე) პასპორტი 62#9977993            ქ. სანქტ-პეტერბურგი პესკარიოვის პრ. #231 ბინა 41 (ქ. ხობი თავისუფლების ქ. #10) დაბადებული 1 დეკემბერს 1966 წელს.
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი     (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)

2.     მალხაზ  იოსავა პირადი ნომერი 58001002935 მცხოვრები ქ.ხობი სტალინის ქ # 17 დაბადებული  28 დეკემბერს 1972 წელს.
 (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი     (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)


3.     ვლადიმერ  გერგაია პირადი ნომერი 58001009682 მცხოვრები ქ. ხობი ბარათაშვილის ქ #43 დაბადებული 7 სექტემბერს 1986 წელს.
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი     (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)

4.       ლევან  ქავთარაძე პირადი ნომერი 58001030140 მცხოვრები ქ. ხობი რუსთაველის ქ #7 დაბადებული 1 იანვარს 1973 წელს.
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, დაბადების თარიღი     (რიცხვი, თვე, წელი);
იურიდიული პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ)



           მუხლი 3
საზოგადოების მართვა

        საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს დამფუძნებელთა/წევრთა საერთო კრება;

(დამფუძნებელთა/წევრთა საერთო კრების მოწვევის წესი, ინტენსივობა, პროცედურა, ფუნქციები, გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხი, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში სავალდებულო წესით)

           3.1. დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს გულშემატკივართა, კლუბის წევრთა  საერთო კრება.
         3.2. გულშემატკივართა საერთო კრება მოიწვევა ყოველწლიურად ან დამატებით შესაძლებელია საერთო კრების მოწვევა დამფუძნებელთა გადაწვეტილებით.
        3.3. ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს,  ნებისმიერი გულშემატკივარი ან იურიდიული პირი, რომელიც კლუბის გულშემატკივართა საბჭოს მიმართავს წერილობითი განცხადებით.
       3.4. შესაძლებელია ელექტრონული საშუალებებით გულშემატკივართა საბჭოზე მიმართვა და ქომაგთა  კლუბის წევრად დარეგისტრირება.
       3.5. ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის საერთო კრების მოწვევაზე  14 დღით ადრე  ხორციელდება
განცხადების გამოქვეყნება ადგილობრივ პრესაში და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებით, კლუბის  წევრებს ეგზავნება შეტყობინება, სადაც ასახული უნდა იყოს კრების ჩატარების ადგილი, თარიღი და  დღის წესრიგი.
      3.6. ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის საერთო კრება მიმდინარე საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კრებაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
    3.7. წესდებაში ცვლილებების გატარებაზე, გულშემატკივართა საბჭოს არჩევის გადაწყვეტილებაზე საერთო კრება გადაწყვეტილბა უნარიანია თუ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს კლუბის წევრთა ნახევარზე მეტი.

მუხლი 4
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

4.1 (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანო (ორგანოები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.
წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმძღვანელი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი)
4.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი (მათი) არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.
წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი).

 4.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოა საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა საბჭო, რომლის არჩევა ხორციელდება გულშემატკივართა საერთო კრების მიერ, 3 წლის ვადით.  გულშემატკივართა საბჭო შედგება 11 წევრისაგან.
4.4. გულშემატკივართა საბჭოს სხდომა ტარდება ყოველკვარტალურად ან დამატებით შესაძლებელია დამატებით საბჭოს მოწვევა თავჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3  მოთხოვნით.
4.5. გულშემატკივართა საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3-ზე მეტი და გადაწყვეტილებას მხარს უჩერს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გულშემატკივართა საბჭოს თავჯდომარე,  რომელის არჩევა ხორციელდება გულშემატკივართა საბჭოს წევრების მიერ 3 წლის ვადით. გულშემატკივართა საბჭოს თავჯდომარე ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უშუალო მართვას წესდების შესაბამისად, ღებულობს გადაწყვეტილებებს საბჭოს წევრებს შორის ფუნქციების განაწილებისა და სხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტის თაობაზე.
             4.7.    ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით ჩხარტიშვილი, დაბადებული 1 დეკემბერს 1966 წელს ქ. სოხუმში,მცხოვრები რუსეთის რესპუბლიკა ქ. სანქტ-პეტერბურგი პესკარიოვის პროსპექტი #231, ბინა41 (ქ. ხობი თავისუფლების ქ. # 10) პასპორტი 62#9977993

4.8.   ა.(ა)ი.პ. „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის  გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის“  გულშემატკივართა საბჭო და მისი თავჯდომარე ყოველწლიურად აბარებს ანგარიშს საერთო კრებას გაწეული საქმიანობის, არსებული ფინანსური მდგომარეობის და სხვა მიმდინარე საკითხების შესახებ.
4.9.   საბჭოს თავჯდომარეს კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს საბჭოს ყოველ წევრს. საბჭოს თავჯდომარეს უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი თავჯდომარეს არჩევამდე.
       მუხლი 5
დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები
          (დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.
წესდებაში სავალდებულოდ უნდა მიეთითოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია)
             5.1.  ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს,  ნებისმიერი  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს  კლუბის მიზნებსა და წესდებას და გულშემატკივართა საბჭოს მიმართავს წერილობითი განცხადებით.
          5.2. გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის წევრებს არეგისტრირებს გულშემატკივართა საჭო.
 5.3. შესაძლებელია ელექტრონული საშუალებებით გულშემატკივართა საბჭოზე მიმართვა და ქომაგთა  კლუბის წევრად დარეგისტრირება.
5.4.  .  ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის წევრი უფლებამოსილია
- მიიღოს მონაწილეობა კლუბის საერთო კრების მუშაობაში.
- აირჩიოს და არჩეულ იქნას კლუბის ხელმძღვანელ ორგანოში გულშემატკივართა საბჭოში.
- მიიღოს ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელი ორგანოს გულშემატკივართა საბჭოს საქმიანობის შესახებ.
5.5. ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის წევრობიდან გასვლა ხორციელდება გულშემატკივართა საბჭოზე პირადი ან ელექტრონული საშუალებით გამოგზავნილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
5.6.  ა.(ა)ი.პ. საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის წევრის გარიცხვა ხორციელდება საერთო კრების მიერ. გულშემატკივართა საბჭო საერთო კრებას წარუდგენს გასარიცხი წევრის კანდიდატურას, ხოლო საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს თუ წევრის გარიცხვას მხარს უჭერს კრების ჩატარების მომენტისათვის დარეგისტრირებული წევრების  ნახევარზე მეტი.
5.7. კლუბის წევრის გარიცხვა ხორციელდება შემდეგ შემთხვევაში
-თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან ლახავს კლუბის ღირსებას.
-სასამართლო გადაწყვეყილებით, თუ ცნობილ იქნა ქმედითუუნაროდ.
-გარდაცვალებისას.
                                          მუხლი 6
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

6.1.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381 მუხლის შესაბამისად.
           6.3.       ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
6.4. დამფუძნებელთა/წევრთა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები/წევრები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 
6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა/წევრებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
         6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

(რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა უნდა განისაზღვროს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით ამავე წესდებაში.




ამავე წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სხვა საფუძვლები.)
                                                               მუხლი 7
დასკვნითი დებულებები

7.1.      წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
7.2.      თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
7.3       ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.