7 нояб. 2012 г.

ხობის „კოლხეთი“ 4:2 ბათუმი ,,ადელი’’



7 ნოემბერს ქ.  ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა  საფეხბურთო მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და ბათუმისადელი“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 4:2 დასრულდა, რითაც ხობის „კოლხეთი“ 25 ქულით ეროვნულ ჩემპიონატში კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს.
 თამაშზე დაწესებული იყო ფეხბურთის ოსტატის, ვეტერანი ფეხბურთელის, აწ გარდაცვლილი ენუქი თევზაძის სახელობის თასი, რომელიც დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს ლაშა მეფიშვილს გადაეცა.