10 сент. 2013 г.

„ქომაგთა კლუბის“ შეხვედრა

10 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის“ წარმომადგენელთა ინიციატივით შეხვედრა გაიმართა რომელსაც საკრებულოს ბიუროსა და გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ერთობლივ შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სპორტის განვითარების კონცეფციის შემუშავების აუცილებლობის შესახებ და დაისვა საკითხები: საბავშვო ფეხბურთის განვითარებისა და მისი აღორძინების ხელშეწყობის აუცილებლობის შესახებ, ასევე საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ბალანსზე არსებული სტადიონისა და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობის თაობაზე, საცურაო კომპლექსის აღდგენა-რეაბილიტაციაზე, ევროპული სტანდარტების დონესთან მიახლოებაზე, საჩოგბურთო მოედნების კეთილმოწყობაზე, მის განვითარებასა და ზრუნვაზე. განიხილეს ის პრობლემური თემები რაც მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არსებობს, ისაუბრეს მათი მოგვარების გზებზე.
დისკუსიის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მსაზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისთვის კონცეფციის შემუშავებისა და მისი რეალიზების მიზნით მუშა ჯგუფის შექმნის თაობაზე.