25 окт. 2012 г.

დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა

2012 წლის 25 ოქტომბერს ქ.ხობში გაიმართა საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთი“-ს საინიციატივო ჯგუფის გულშემატკივართა კლუბის შეხვედრა. სადაც  მთელი რიგი სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხები იქნა წამოჭრილი, კერძოდ; კლუბის სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა, საინვესტიციო გარემოს შექმნა, გულშემატკივართა ორგანიზებისა და დაფინანსების პრობლემების გადაჭრა. შეხვედრაზე არჩეულ იქნა კლუბის გულშემატკივართა საბჭოს წევრები,  11  კაცის შემადგენლობით, აღმასრულებელი დირექტორი (მალხაზ იოსავა) და საბჭოს თავმჯდომარე (დავით ჩხარტიშვილი).
       ასევე გადაწყდა კლუბის ოფიციალურად  დარეგისტრირების საკითხის მოგვარება.